|
2019-09-06 19:17:06, 2790 ნახვა
სამართალი
„ფულის გათეთრებას ყველაგან აკვეტებენ, სადაც შეუძლიათ“ - გვარამიამ პროკურატურა დატოვა
დაელოდეთ „მთავარ არხს“ და ყველანი გამოხვალთ იმ ინფორმაციული ვაკუმიიდან, რომელშიც ახლა ხართ, - ამის შესახებ არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პროკურტურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხვალ გაირკვევა, თუ რა აღკვეთ ღონისძიებას მოითხოვს პროკურატურა. „ძლიერი ნერვები მაქვს და სამართლებრივად ადამიანეთან კომუნიკაციის პრობლემა არ მაქვს, იმათმა იკითხონ, ვისაც მოუწევთ. ფულის გათეთრება, სავარაუდოდ, დამატებულია, იმიტომ რომ მე გამიჭირდეს კომუნიკაცია ინვესტორებთან და უკვე ყველგან აკვეტებენ, სადაც შეუძლიათ. მორჩა მეგობრებო დაიხურა ისტორიის ეს ფურცელიც, მთავარი არხი იწყება და ის გახდება საუკეთესო. აღკვეთი იქნება ხვალ, ვერაფერს ვერ ვიტყვით რა იქნება. ერთადერთი მე, სადაც გამომიძახეს და როცა გამომიძახეს, ხედავთ რომ მოვედი. უკრაინაში მჭირდებოდა სხვათაშორის წასვლა, ეს არ გამიხმოვანებია და არ გამიშვეს, მაგრამ მაინც შევძელი მათთან კომუნიკაცია ინტერნეტ თათბირით და გადაწყვეტილებებიც მშვენიერი გამოვიტანე იქიდან. ამიტომ ყველაფერი წესრიგშია, ყველაფერი კარგად არის, დაელოდეთ „მთავარ არხს“ და ყველანი გამოხვალთ იმ ინფორმაციული ვაკუმიიდან, რომელშიც ახლა ხართ“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)