|
2019-09-06 18:27:16, 1613 ნახვა
საზოგადოება
თბილისის N202, N121 და N156 ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს განახლებული ინფრასტრუქტურა დახვდებათ
თბილისის N202, N121 და N156 საჯარო ბაგა-ბაღებში ახალ სააღმზრდელო წელს, ბავშვებს განახლებული და კეთილმოწყობილი გარემო დახვდებათ. სამივე საბავშვო ბაღში ზაფხულის არდადეგების პერიოდში მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჩატარდა: N202 ბაღში ამჟამად ეზოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს - იცვლება გზის საფარი, სადაც ასფალტთან ერთად დაიგება ქვაფენილი, ამასთანავე, მოეწყობა საბავშვო და სათამაშო მოედნები. N136 ბაგა-ბაღში, ზაფხულის არდადეგების პერიოდში, გარემონტდა შენობის ინტერიერი და მოეწყო შიდა სათამაშო მოედანი. გზის საფარი შეიცვალა N121 ბაგა-ბაღშიც, ასევე გარემონტდა რამდენიმე სააღმზრდელო ჯგუფი და საპირფარეშო. ბაღის ეზოში დაწყებულია სპორტული მოედნის მოწყობაც. სამუშაოების ჯამური ღირებულება 246 000 ლარია. აღნიშნულ ბაღებში განხორციელებული და მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ რაიონის გამგებელს კახა ლაბუჩიძეს და მაჟორიტარ დეპუტატებს, ირაკლი აბუსერიძეს, ლევან დავითაშვილსა და ილია ჯიშკარიანს გააცნო. „ჩვენ მაქსიმალურად დავაკმაყოფილეთ საბავშვო ბაღების ადმინისტრაციების მოთხოვნები მათთან არსებული, ინდივიდუალური პრობლემების მოგვარების თაობაზე და დავგეგმეთ სარემონტო სამუშაოები ზაფხულის არდადეგების პერიოდისთვის. ივლისსა და აგვისტოში თბილისის 60-მდე საბავშვო ბაგა-ბაღში მასშტაბური სარემონტო სამუშაოები განვახორციელეთ, 50-მდე ბაღში კი ეზოებში განვაახლეთ ინფრასტრუქტურა,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ. მისივე თქმით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურა მუდმივად საჭიროებს განახლებას და პროექტების განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება.
(NS)
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)