15:21 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-06 17:38:31, 1489 ნახვა

პოლიტიკა
გახარია ამბობს, რომ „ქართული მარშისა“ და ლევან ვასაძის დაჯგუფებების მხრიდან პოლიციაზე ძალადობა არ ახსენდება

 „ქართული მარშისა“ და ლევან ვასაძის მხრიდან პოლიციაზე ძალადობის ფაქტი არ მახსენდება, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“  თავმჯდომარე სერგი კაპანაძის შეკითხვას.

დეპუტატი დაინტერესდა, ახსენდება თუ არა 20 ივნისის გარდა სხვა შემთხვევა, როცა მოქალაქეები პოლიციაზე ძალადობენ, კონკრეტულ მაგალითად კი, სწორედ „ქართული მარშისა“ და ბიზნესმენ ლევან ვასაძის დაჯგუფებების მხრიდან პოლიციაზე ძალადობის ფაქტი გაახსენა.

საპასუხოდ გახარიამ განაცხადა, რომ პოლიციაზე ძალადობის მხოლოდ პანკისის ინციდენტზე ახსენდება.

კაპანაძემ პრემიერობის კანდიდატს კი დამატებით,  კორცხელის ინციდენტი და  ბიბლიოთეკასთან დაპირისპირება  გაახსენა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics