15:21 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-06 17:12:46, 1630 ნახვა

პოლიტიკა
„ერთი მე მესროლეთ და ერთს მე გესვრით“ - გახარიამ ბობოხიძეს „ხულიგანი“ უწოდა

პარლამენტში სხდომა, სადაც ფრაქცია „ევროპული საქართველო“ მთავრობის ახალ შემადგენლობაში შემავალ კანდიდატებს უსმენს, კამათის ფონზე მიმდინარეობს.

კამათის ერთ-ერთი მიზეზი 20 ივნისს გამოყენებული ტყვიები გახდა, რომელიც დეპუტატ ირმა ნადირაშვილის განმარტებით, „ნაკლებად ლეტალურია“ და ამის დამატკიცებლად მან პრემიერობის-კანდიდატ გიორგი გახარიას ტყვიის შეფუთვის ფოტო აჩვენა.

საპასუხოდ გახარია აღნიშნა, რომ ნადირაშვილი იტყუება: „იტყუებით ფაქტზე გიჭერენ, როცა იტყუებით, თქვენ ღიზიანდებით“.

ამ დროს საუბარში დეპუტატი აკაკი ბობოხიძე ჩაერთო და გახარიას მიმართა: „შევამოწმოთ, ერთი მე მესროლეთ და ერთს მე გესვრით".

პასუხად კი, გახარიამ განაცხადა: : „სიამოვნებით, ოღონდ დარბაზში არა. ამაზე, უბრალოდ, ვერ გიპასუხებთ იმიტომ, რომ თქვენ ჩვეულებრივი ხულიგანი ხართ და მე პასუხისმგებლობა მაქვს“.

რაც შეეხება, ირმა ნადირაშვილის კითხვას, გამოიყენებდა, თუ არა დღევანდელი გადასახედიდან გახარია აღნიშნულ ტყვიებს, პრემიერობის კანდიდატმა განმარტა, რომ ტყვიებს ისევ გამოიყენებდა.

 „მაშინ, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტების და მოქალაქეების ჯანმრთელობის შტურმისგან და თავდამსხმელებისგან დაცვა გახდება საჭირო“, - უპასუხა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics