08:03 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-06 11:09:30, 763 ნახვა

საზოგადოება
წულუკიანი: 2020 წლის არჩევნებზე ვიტყვით, რომ საბჭოთა ინფრასტრუქტურა იუსტიციის ტერიტორიულ სამსახურებში დასრულდა

 „ჩვენ პრაქტიკულად 2020 წლის არჩევნებზე ვიტყვით, რომ საბჭოთა ინფრასტრუქტურა იუსტიციის ტერიტორიულ სამსახურებში დასრულდა“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის განცხადებით,  არა მხოლოდ დაბები და ქალაქები, არამედ სოფლებიც ევროპული ტიპის ინფრასტრუქტურით იქნება დაფარული.

„ჩვენ იუსტიციის სახლებს მომავალ არჩევნებამდე,  2020 წლის ბოლომდე, ყოველ შემთხვევაში, გავხსნით ბოლნისში, წყალტუბოში, სამტრედიაში, გარდაბანში, ქარელში, ზესტაფონში, ხაშურსა და ახმეტაში; ხოლო საზოგადოებრივი ცენტრებს − ქობულეთში, ქედაში, ხულოში, ამბროლაურში, დუშეთში, ტყიბულში, ცაგერში, თეთრიწყაროში. ყაჩაღანსა და ჭრებალოში  წელს დაიწყება მშენებლობა, დაგეგმვითი სამუშაოები მიმდინარეობს საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობის მიზნით ჭიათურაში, ხობში, აბაშაში, კასპში, ჩოხატაურში, დედოფლისწყაროში, ნინოწმინდაში, ხარაგაულში, ბაღდათში, ასპინძასა და ვანში. არის ორი-სამი მუნიციპალიტეტი, რომლებთანაც თანამშრომლობა ჯერჯერობით ვერ შედგა. შესაბამისად, მიწის ნაკვეთი ვერ გამოინახა იმისთვის, რომ იქაც თანამედროვე ინფრასტრუქტურა აიგოს. ეს პრობლემაც თუ აღმოიფხვრება, ჩვენ, პრაქტიკულად 2020 წლის არჩევნებზე ვიტყვით, რომ საბჭოთა ინფრასტრუქტურა იუსტიციის ტერიტორიულ სამსახურებში დასრულდა და მთელი საქართველო იქნება დაფარული ევროპული ტიპის ინფრასტრუქტურით არა მხოლოდ დაბებსა და ქალაქებში, ტერიტორიულ ცენტრებში, არამედ სოფლებშიც“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics