06:43 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-05 20:25:17, 1516 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა - აქტიურად ვმუშაობთ, რომ რეგიონებში მორგებული საინვესტიციო პროგრამების პორტფელი ყველა მექანიზმით იყოს მხარდაჭერილი

ჩვენი მთავრობა არაერთ პროექტს ახორციელებს ინკლუზიური ეკონომიკის უფრო მეტი განვითარებისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლისას განაცხადა,

მისი თქმით, მათ შორის არის ისეთი პროგრამები, როგორიცაა მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამა, საკრედიტო-საგარანტიო სქემა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის  რეგიონული საინვესტიციო პროგრამები.

 „გუბერნატორებისა და სხვა დარგობრივი უწყებების ჩართულობით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რომ კონკრეტულ რეგიონზე მორგებული საინვესტიციო პროგრამების პორტფელი მხარდაჭერილი იყოს ჩვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმით. მათ შორის პრიორიტეტულია ისეთი რაიონები, სადაც ისტორიულად დომინირებს მონოსაწარმოები და ამ რაიონების ეკონომიკა არ არის დივერსიფიცირებული ჯერ. ეს არის დიდი პრობლემა და საჭიროებს დივერსიფიცირებას. მე ხშირად ჩავდივარ ასეთ რაიონებში, ვხედავ ამ პრობლემას და აუცილებელია, რომ ჩვენ სწორედ ამ რეგიონებიდან დავიწყოთ ალტერნატიული დასაქმების პროგრამების, ალტერნატიული ბიზნესპროექტების დანერგვა და შეთავაზება", - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics