16:57 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-05 14:52:05, 1478 ნახვა

სამართალი
გომელაური პანკისის მოვლენებზე: ეს შეცდომა იყო, სახელმწიფოსაც და კომპანიასაც მოსახლეობასთან მეტი უნდა ემუშავათ

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა პანკისში განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, ის რაც ხეობაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მოხდა, ხელისუფლების შეცდომა იყო, რადგან სახელმწიფოსაც და კომპანიასაც მოსახლეობასთან მეტი უნდა ემუშავათ.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო და უსაფრთხოების სამსახური არის ერთი ორგანიზმი, ამის გარეშე ვერც ერთი უწყება ვერ იფუნქციონირებს. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას, ვიღებთ ჩვენც, როგორც პანკისის ხეობაში, ასევე, 20 ივნისის თემაზე. ხაზს ვუსვამ - თუ რამე დაშავდა და გაფუჭდა,  პანკისის თემაში, უნდა ჩარეულიყო პოლიცია და უნდა შესულიყო. მე შეიძლება უფრო მეტი შემეყვანა სპეცდანიშნულების რაზმი, ვიდრე ვთქვათ იქ იყო. მე ეს განვაცხადე და არა ის რომ, ჩვენ ვურჩიეთ და ამ ადამიანმა არ გაითვალისწინა, ან უწყებამ არ გაითვალისწინა. რა თქმა უნდა, ბევრი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. შეცდომა ის იყო, რომ უფრო მეტად უნდა გვემუშავა მოსახლეობასთან. არის სპეციფიკური ხეობა, სპეციფიკური რაიონი და აქედან გამომდინარე ეს შეცდომაა. მე არ ვიტყვი რომ ეს შსს-ს შეცდომა იყო ან სუს-ის, მთლიანად ხელისუფლების შეცდომა იყო. მანამდე უფრო მეტი უნდა გვემუშავა. ასევე, იმ კომპანიასაც რომელიც შესული იყო და უნდა აეშენებინა, თუმცა, როდესაც შედის კომპანია, უწვავენ ესკალატორს, უწვავენ ტექნიკას, ხელით ეხებიან მის თანამშრომლებს,  რა თქმა უნდა, პოლიცია უდნა შესულიყო და უნდა დაეცვა. თავიდან არ შეუყვანია მას სპეცდანიშნულების რაზმები, შევიდა 30-35 კაცი. როცა დაიძაბა შემდეგ უკვე მეც ამას გავაკეთებდი და რა თქმა უნდა, შევიყვანდი სპეცდანიშნულების დანაყოფს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics