2019-09-03 14:14:30, 1347 ნახვა
პოლიტიკა
ზაქარია ქუცნაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა
პარლამენტში უმრავლესობის წევრ ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხზე კენჭისყრა გაიმართა.
საკითხს 96-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
შეგახსენებთ, რომ კუცნაშვილის სადეპუტატო მანდატის ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ჩატარდა. კერძოდ, ხსენებული ასამბლეის დროს პარლამენტის სპიკერის სავარძელი რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა, რამაც ქვეყანაში ფართომასშტაბიანი საპორტესტო ტალრა მოჰყვა. არსანიშნავია, რომ ზაქარია ქუცნაშვილი ასამბლეაზე ქართულ მხარეს წარმოადგენდა და ის ამ ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან