|
2019-09-03 13:45:09, 1309 ნახვა
კომენტარი
ნატო ჩხეიძე: რასაც დავით აღმაშენებლმა მთელი ცხოვრება შესწირა, მამუკა ბახტაძეს 1 წელიწადში უქცევია რეალობად
„რასაც დავით აღმაშენებლმა მთელი ცხოვრება შესწირა, ბატონ მამუკა ბახტაძეს 1 წელიწადში უქცევია რეალობად“, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მან ყოფილი პრემიერის საქმიანობა უარყოფითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მიმდინარე სამთავრობო ცვლილებებს არავითარი სასიკეთო მნიშვნელობა არ გააჩნია. „პარლამენტის საშემოდგომო სესია სამთავრობო ცვლილებებით იწყება ქვეყანაში. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მორიგი სამთავრობო სამთავრობო ცვლილება მეოთხედ ხდება პრემიერის გადადგომით. ამჟამად იმ პრემიერის გადადგომით, რომელმაც მისივე მტკიცებით, უმაღლეს ნიშნულზე აიყვანა ქვეყანა და პირობები შექმნა საქართველოს საშიანო და საგარეო სტრატეგია გაეუმჯობესებინა, რაც მისივე განცხადებით, ამ დრომდე არ გააჩნდა ახალგაზრდა დემოკრატიულ ქვეყანას, ანუ საქართველოს. თუ ასეა, მაშინ როგორ ელევიან „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი, ბატონი ივანიშვილი ასეთ ფიგურას. რასაც დავით აღმაშენებლმა მთელი ცხოვრება შესწირა, ბატონ ბახტაძეს 1 წელიწადში უქცევია რეალობად. სინამდვილეში ხალხი ხედავს, რომ არავითარი სასიკეთო მნიშვნელობა არ გააჩნია ამ და მსგავს ცვლილებებს, რომელიც კერძო ინტერესებზე უფრო მიანიშნებს, ვიდრე სახელმწიფოებრივ მზრუნველობაზე. უფრო მეტიც, ყოველ სამთავრობო ცვლილების შემდეგ, უარესის და უარესისაკენ მიდის საზოგადოების ყოფა, სრულიად უფასურდება ეროვნული ვალუტა, სახელმწიფო საზღვრები ყოველი მხრიდან მოიწევს ქვეყნის შიგნით, იზრდება ემიგრაცია, მცირდება დემოგრაფია, იზღუდება თავისუფალი და ალტერნატიული სიტყვა, იზრდება კრიმინალი, იდევნება ბიზნესი, ღრმავდება ნიჰილიზმი. სამთავრობო ცვლილებას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი და მნიშვნელობა, როცა სისტემაში ხდება ძირეული ცვლილება და არა მოჩვენებითი და სუროგატული, რასაც ახლა აშკარად ვხედავთ. ასეთ უმძიმეს პირობებში მარიონეტული ფიგურების გადაადგილებას არავითარი დადებითი მნიშვნელობა არ აქვს და სიკეთეს არ მოუტანს არავის“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ. შეგახსენებთ, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინა. თავის მხრივ, გახარიამ მედიას სამთავრობო ცვლილებები გააცნო და აღნიშნა, რომ შს მინისტრის პოსტს სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური დაიკავებს, თავდაცვის მინისტრის პოსტს ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო ლევან იზორია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უხელმძღვანელებს.
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)