|
2019-09-03 13:17:19, 1283 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: ვუსამძიმრებ „ნაცმოძრაობას“ თავისი ყველა დანაყოფით - „გავრილოვის რევოლუცია“ არ შედგა
„მინდა მივუსამძიმრო „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი ყველა დანაყოფით, გავრილოვი რევოლუცია არ შედგა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მან ოპოზიცია საშემოდგომო სესიის ჩაშლის მცდელობის გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დაგეგმილი აქციებით ხელისუფლება გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს. „სწორედ არშემდგარმა რევოლუციამ უზრუნველყო ის და გამოიწვია მათი პოსტისტერია, რასაც დღეს ვხედავთ აქ, სათქმელი არაფერი აქვთ, სტვენაზე გადავიდნენ. „კმარადან“ ვერ გამოვიდა ეს ხალხი, დღემდე ვერ გამოდიან. გასაგებია, ახლაგაზრდების გულწრფელი პროტესტი გარკვეულ შემთხვევებში და პატივს ვცემთ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ დაგეგმილი აქციებით ხელისუფლება გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება. მე მინდა მათ ვუთხრა რა არის სინამდვილეში სირცხვილი: სირცხვილია ოკუპაციის თემით სპეკულირება; სირცხვილია პარლამენტარის მიერ პარლამენტისკენ შტურმის მოწოდება; სირცხვილია ახალგაზრდებით მანიპულირება; სირცხვილია „გავრილოვის რევოლუციის“ დაგეგმვა, რომელიც აღიკვეთა; სირცხვილია პოლიციელზე და პოლიციაზე ძალადობა; სირცხვილია იმაზე ლაპარაკი რომ აგვისტოს ომით ამოისუნთქეს; სირცხვილია აგვისტოს ომიდან ორ თვეში მათი მხარდაჭერილი რეზოლუციის „გაპრავება“, თითქოს ეს იყო დიპლომატიური გამარჯვება, ასეთი თავხედობაც ეყოთ; სირცხვილია ტყუილების ლაპარაკი აბსოლუტურად ყველა თემაზე; სირცხვილია წამების, მკვლელობების, სიტყვის თავისუფლების მკვლელების და ქონების ჩამომრთმევების მხრიდან მორალზე ლაპარაკი და სირცხვილია ოკუპაციის შედეგებს უპროტესტებდე „ქართულ ოცნებას“ და თავად იყო „ნაციონალური მოძრაობა“; „ნაციონალური მოძრაობაა“ მთავარი სირცხვილი ამ ქვეყნის. სანამ ეს იქნება მთავარი ოპონენტი ნებისმიერი ხელისუფლების, მანამდე სირცხვილი ექნება ჩვენს ქვეყანას სამწუხაროდ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. შეგახსენებთ, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინა. თავის მხრივ, გახარიამ მედიას სამთავრობო ცვლილებები გააცნო და აღნიშნა, რომ შს მინისტრის პოსტს სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური დაიკავებს, თავდაცვის მინისტრის პოსტს ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო ლევან იზორია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უხელმძღვანელებს.
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)