00:32 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-02 16:59:47, 1468 ნახვა

რეგიონი
აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

დღეს, აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. რეგიონს  ფრინველებზე დამკვირვებლები და ეკოტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ესტუმრნენ. ისინი აჭარაში გადამფრენი მტაცებელი ფრინველების მიგრაციას დააკვირდებიან.

დღესვე, დაინტერესებული პირებისთვის მოეწყო შემეცნებითი ტური სახალვაშოს სადამკვირვებლო პლატფორმაზე, სადაც მონაწილეებს აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების პოტენციალი და დარგის მნიშვნელობა გააცნეს. ფესტივალის განმავლობაში, დღის პირველ ნახევარში შემეცნებით-გასართობი ტურები, ასევე დაგეგმილია ჩაისუბნის სადამკვირვებლო პლატფორმასა და კოლხეთის ეროვნულ პარკში.

ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად დღეს სასტუმრო ოაზისში, გასული წლის შემამაჯამებელი პრეზენტაციით და 2019 წლის ფესტივალის პროგრამის ანონსით გაიხსნება. პრეზენტაციები და სემინარები 6 სექტემბრამდე გაგრძელდება, სადაც მოწვეული უცხოელი და ქართველი სპეციალისტები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ. მათ შორის იქნებიან ფესტივალის სპეციალური სტუმრები დიდი ბრიტანეთიდან - ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალის დამფუძნებელი დიდ ბრიტანეთში ტიმ ეპლტონი, შუა აღმოსავლეთსა და კავკასიის რეგიონში ფრინველებზე დაკვირვების ასოციაციის პრეზიდენტი რობ შელდონი და  ბლოგერი, ექსპერტი მაიკ ჰენდერსონი.

პრეზენტაციებზე დასწრება, ისევე როგორც გასვლით ტურებში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში (577 909093/91) ან ელექტრონული რეგისტრაციით რეგისტრაციის ბმული შეუძლია.

ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით  ტარდება. ის რეგიონში 8 სექტემბრამდე გაგრძელდება. 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics