09:54 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-02 14:33:18, 915 ნახვა

საზოგადოება
4 სექტემბერს ფოთში სოციალური მომსახურების სააგენტო დასაქმების ფორუმს გამართავს

4 სექტემბერს, ფოთში,  სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართება. 

ფორუმი ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ინიციატივით ტარდება და მის მიზანს ადგილობრივ მოსახლეობაში უმუშევრობის დონის შემცირება წარმოადგენს. დასაქმების ფორუმზე სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები, ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდებიან ერთმანეთს,  რაც ხელს უწყობს შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრას. 

სამუშაოს მაძიებლებს 300-ზე მეტ აქტიურ ვაკანსიას რეგიონში მოქმედი 21 კომპანია  შესთავაზებს.  სამუშაო ადგილები სამომხმარებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმისა და სამშენებლო სფეროებიდან იქნება წარმოდგენილი.    

ფოთში დასაქმების ფორუმი 4 სექტემბერს, 14:00 საათზე დაიწყება. მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ღონისძიება გაიმართება რესტორანში „ვერსალი“, მისამართი: ქ. ფოთი, მარჯანიშვილის ქუჩა N1. ღონისძიების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებას ან დარეკოთ ცხელ ხაზზე 1505.

სოციალური მომსახურების სააგენტო მოუწოდებს ყველა სამუშაოს მაძიებელს დარეგისტრირდეს დასაქმების ელექტრონულ პორტალზე worknet.gov.ge. აღნიშნულ პორტალზე რეგისტრაციის შემთხვევაში მოქალაქეები მუდმივად, უფასოდ მიიღებენ ინფორმაციას, მოკლეტექსტური შეტყობინებების სახით, შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების თაობაზე, ასევე, მუდმივად მიიღებენ ინფორმაციას დაგეგმილი დასაქმების ფორუმებისა და სხვა სერვისების შესახებ, რომლებიც მათ დასაქმებაში შეუწყობთ ხელს.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics