00:31 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-02 10:18:15, 1195 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობამ ვაშლოვანის სკოლის გოგონათა გუნდს სპორტული ინვენტარი გადასცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ეწვივნენ სკოლას, სადაც ქვემო ვაშლოვანის სკოლის გოგონათა გუნდი მაგიდის ჩოგბურთში მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადისთვის ემზადება.

მთავრობის წარმომადგენლებმა სპორტსმენებს 4 საჩოგბურთო მაგიდა გადასცეს. თორნიკე რიჟვაძემ სპორტსმენ გოგონებს წარმატებები და საქართველოში გამარჯვებით დაბრუნება უსურვა.

ასევე, გადაწყდა, რომ რეაბილიტაცია ჩაუტარდება სკოლაში არსებულ მეორე სპორტულ დარბაზს, სადაც ახალი სასპორტო ინვენტარი განთავსდება. სკოლის ბაზაზე არსებულ სპორტის ამ სახეობას ხულოში, ახალგაზრდა სპორტსმენებს მინური რიჟვაძე ასწავლის, რომელმაც 2004 წლიდან  დღემდე 30-მდე ჩემპიონი გაზარდა.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადაში, რომელიც ჩინეთში 2020 წლის ოქტომბერში ჩატარდება, საქართველოდან 7 სკოლის გუნდი მიიღებს მონაწილეობას. აჭარის რეგიონიდან კი, მხოლოდ ქვემო ვაშლოვანის სკოლა იასპარეზებს.

ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდის შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი  თაკო და მარი რიჟვაძეები. დებთან ერთად ჩინეთში საქართველოს სახელით ლიზი რიჟვაძე და ნინო აბულაძეც წარსდგებიან. ოლიმპიადა სპორტის შვიდ სახეობაში ჩატარდება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics