12:19 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-30 17:18:18, 2251 ნახვა

პოლიტიკა
ქემოკლიძე - დე ფაქტო წარმომადგენლებთან შევთანხმდით, რომ ვითარების დეესკალაციისკენ ნაბიჯები გადაიდგას

 „მიუხედავად განსხვავებული პოზიციების, შეხვედრის საერთო პათოსი და მიზანი ემსახურებოდა ვითარების სრულ დეესკალაციასა და განმუხტვას“, - ამის შესახებ უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ქემოკლიძის განცხადებით, დეფაქტო რეჟიმის და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა.

„შეხვედრა საკმაოდ კონსტრუქციულ გარემოში წრიმართა. ეს არის ცალსახად მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯი. მეორე, ჩვენ  შეხვედრიის მონაწილეები შევთანხმდით, რომნ უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ვითარების დეესკალაციისაკენ. ამის მოწოდება ფაქტობრივად გაიზიარა ყველა წარმომადგენელმა დღეს. ამის გარდა შემდეგი კვირის დასაწყისში გაიმართება კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა, ამჯერად უკვე სოფელ ერგნეთში. აღნიშნულ ტექნიკურ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ იმ პოზიციებს, რომელიც გაგვაჩნია. მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, რომელიც წარმოვადგინეთ ჩვენ, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ასევე დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა, შეხვედრის საერთო პათოსი და მიზანი ემსახურებოდა ვითარების სრულ დეესკალაციას და განმუხტვას. ეს არის ძალიან დიდი და სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, რომლის განხორციელებასაც ჩვენ ფაქტობრივად შევუდგებით დღეიდანვე“, - განაცხადა უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
კიდევ 8 ადამიანს სასახლის ღობის საქმეზე სასამართლომ 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics