10:49 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-29 15:41:15, 1216 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო უწყება - გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წევრს, სოციალ-დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო ფრაქციის პირველ მდივანს კარსტენ შნაიდერს შეხვდა.

 შეხვედრის ფარგლებში, მხარეები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ვიზიტების დინამიკას, რაც დადებით იმპულსს სძენს ორმხრივ ურთიერთობებს.

 დავით ზალკალიანმა ბუნდესტაგის წევრს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გერმანიის როლზე, ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესში.

 მინისტრმა გერმანულ მხარეს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებთან დაკავშირებით, ყურადღება გაამახვილა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობასა და მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა პარტნიორების კონსოლიდირებული პოზიციის მნიშვნელობას საერთაშორისო დღის წესრიგში საკითხის აქტუალურობის შენარჩუნების კუთხით. ბუნდესტაგის წევრმა დააფიქსირა გერმანული მხარის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ამ მხრივ კიდევ ერთხელ აღინიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

 შეხვედრაზე მხარეებმა  ასევე ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგზე, ევროკავშირთან ინტეგრაციის საგზაო რუკასა და საქართველოს  ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგზე. ხაზი გაესვა ქვეყნის თვალშისაცემ პროგრესს ევროკავშირთან  დაახლოების კუთხით.

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
ყატარში, მსოფლიოში უდიდეს თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების ცენტრში აფეთქება მოხდა, 54 ადამიანი დაშავდა
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics