10:42 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-27 12:19:55, 875 ნახვა

საზოგადოება
ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება იწყება

ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება იწყება, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  

ამ ეტაპზე, ზუგდიდში ბინა 300 იძულებით გადაადგილებულ  ოჯახს გადაეცემა, რის შემდეგაც  დევნილთა საცხოვრებელი 12-მდე ავარიული შენობა დაიხურება.

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე,  მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც, ჯამში,  ბინა 960 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა. 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ასევე იწყება ვეტერანი დევნილების განაცხადების მიღების პროცესიც, რომლებსაც ბინები თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში გადაეცემათ.  

ვეტერანი დევნილების ოჯახებისთვის განკუთვნილი 180 ბინიდან  60-თბილისში, 60-ქუთაისში და 60-ზუგდიდში მდებარეობს. თბილისში, ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება მხოლოდ,  2013 წლის 1 ივნისამდე თბილისში რეგისტრირებულ ოჯახებს შეუძლიათ. ორივე შემთხვევაში განაცხადების მიღება 2019 წლის 2 სექტემბერს დაიწყება და 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება. 

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს განაცხადის შევსება, საქართველოს მასშტაბით, არსებულ  იუსტიციის სახლებში შეუძლიათ. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics