10:42 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-27 12:07:04, 882 ნახვა

საზოგადოება
ატენის ხეობაში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ატენის ხეობაში, რაზმითის მთის ფერდობზე ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ორდღიანი უწყვეტი სამუშაოების შემდეგ, მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების და პილოტების დახმარებით ცეცხლის კერების ჩაქრობა შეძლეს.

რაზმითის მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებზე შიდა ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ.

შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხერხდა, რის შემდეგაც მთელი ღამის განმავლობაში, სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის ტყის მასივში დარჩა 30 მეხანძრე-მაშველი.

საჰაერო ტექნიკამ ხანძრის კერებზე წყლის დასხმა ხილვადობის შეზღუდვის შემდეგ შეწყვიტა და დილიდან განაახლა ფრენა. საერთო ჯამში მათ 28 გაფრენა განახორციელეს და ცეცხლის ღია კერებს 56 ტონა წყალი დაასხეს.

ბოლო ინფორმაციით დამწვარია 3 ჰექტარზე არსებული წიწვოვანი ტყის მასივი.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics