21:31 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-26 16:40:46, 1158 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურის მცხოვრებლებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე  მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. რეგიონის პირველი პირი მინისტრებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად ახალსოფლისა და თხილნარის მოსახლეობას შეხვდა.

ახალსოფელში ბაგა-ბაღისა და საბავშვო ბაღის გაფართოების საკითხი დაისვა.  მოსახლეობამ ასევე მოითხოვა რამდენიმე მიმართულებით შიდა გზების მოწყობა-რეაბილიტაცია. მახოელებმა რეგიონის ხელმძღვანელობას სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა და  ახალგაზრდული ცენტრის გაკეთების თხოვნით მიმართეს. ასევე დასვეს გაზიფიცირების საკითხი. მოსახლეობამ თორნიკე რიჟვაძისაგან პრობლემების მოგვარების პირობა  მიიღო და თითოეულ მათგანს გულახდილობისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრებმა  მოსახლეობას დეტალურად  გააცნეს  ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის  პროგრამებით გათვალისწინებული სიახლეები.

„ ჩვენ მზად ვართ გემსახუროთ თქვენ. აუცილებელია თქვენი მოსმენა, თქვენი გადაუდებელი საკითხების მოგვარება.   ჩვენ გვინდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ თქვენი  ცხოვრება გახდეს უკეთესი.  ინფრასტრუქტურა იყოს კარგი და სოციალური პაკეტი გაუმჯობესებული. მომავალი წლის ბიუჯეტში უნდა მოხდეს ყველაფრის გათვალისწინება, რომ  შევძლოთ არსებული პრობლემების გადაჭრა, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა და დასრულება მომავალი წლისთვის. ჩვენი ამოცანაა, პრაქტიკულად, 2020-21 წლებში აჭარაში არ გვქონდეს არცერთი დასახლებული პუნქტი, სადაც მოუწესრიგებელი იქნება მისასვლელი გზა, წყალმომარაგება და ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას.

შეხვედრები რეგულარულად გაიმართება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში.   თითოეული მსგავსი შეხვედრის მიზანია რეგიონის მომავალი წლის ბიუჯეტის ხალხის მოთხოვნებისა და საჭიროებების.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics