|
2019-08-24 18:28:09, 2504 ნახვა
მსოფლიო
მუსტაფაევა - აფგან მუხთარლის წინააღმდეგ ციხეში სავარაუდოდ პროვოკაციები მზადდება
თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა აცხადებს, რომ ჟურნალისტის მდგომარეობა ციხეში უარესდება. როგორც მუსტაფაევა Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, მუხთარლის მძიმე პირობებში ამყოფებენ. მუსტაფაევას განცხადებით, დაკავებული ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ ციხეში პროვოკაციები მზადდება. "აფგანს მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ პროვოკაციები მზადდება. ფული, რომელიც მეგობარმა გაუგზავნა, ამ დრომდე არ მიუღია. არსებობს ინფორმაცია, რომ ყველა აკრძალვა და შეზღუდვა, პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განკარგულების საფუძველზე მოქმედებს და პენიტენციური დაწესებულება არაფერ შუაშია", - წერს მუსტაფაევა. ცნობისთვის, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის ერთ-ერთ ციხეში იმყოფება. სასამართლომ მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჟურნალისტი თბილისიდან 2017 წელს გაიტაცეს. მას საზღვრის უკანონო კვეთა, პოლიციისადმი დაუმორჩილებლო და კონტრაბანდის გადატანა ედება ბრალად. ჟურნალისტი საქართველოში ცხოვროვდა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომელზეც კრიტიკულ სტატიებს წერდა თავს თბილისში ოჯახთან ერთად აფარებდა.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)