19:02 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-22 20:41:53, 2477 ნახვა

სამართალი
ავთანდილ წერეთელის ადვოკატი: მე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დარწმუნებულები ვართ, რომ ის უდანაშაულოა

მე და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დარწმუნებულები ვართ, რომ მის ქმედებაში რაიმე დანაშაულის ნიშნები არ არსებობს - ეს განცხადება TV პირველის მფლობელის, ვატო წერეთელის მამის, ავთანდილ წერეთელის ადვოკატმა კახა წერეთელმა ჟურნალისტებს  პროკურატურაში, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალდების ჩასაბარებლად მისვლისას განუცხადა.

ადვოკატმა აღნიშნა, რომ ავთანდილ წერეთელი საქართველოში არ იმყოფება და ჩამოსვლისთანავე პროკურატურის ყველა კითხვას პასუხს გასცემს.

"ავთანდილ წერეთლის პოზიცია არის ის, რომ მას არანაირი მონაწილეობა რაიმე დანაშაულებრივ საქმიანობაში არ მიუღია და ის დარწმუნებულია, რომ ბრალდება იქნება დაუსაბუთებელი. ადრეც იმყოფებოდა ავთანდილ წერეთელი გამოკითხვაზე და დაახლოებით ცნობილია ჩვენთვის ის გარემოებები, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება და ამიტომ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მეც დარწმუნებულები ვართ, რომ მის ქმედებაში რაიმე დანაშაულის ნიშნები არ არსებობს.

ნამდვილად არ ვიცი, იმ პერიოდში როგორ იყო გადანაწილებული წილები, თუმცა საუბარია 10-11 წლის წინ კონკრეტულ ტრანზაქციებზე და ავთანდილ წერეთელი ყველა შეკითხვაზე გასცემს პასუხს. ის უბრალოდ დღეს არ იმყოფება საქართველოში, მისთვის მოულოდნელი იყო, რომ დღეს ეს ღონისძიება იგეგმებოდა, შესაბამისად, ჩამოსვლისთანვე ის ნებისმიერ გამოძახებაზე გამოცხადდება და გასცემს ყველა შეკითხვას პასუხს",- განაცხადა კახა წერეთელმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics