12:17 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-22 19:16:18, 991 ნახვა

საზოგადოება
ვაკის რაიონში დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს

ვაკის რაიონში, პოლიტკოვსკაიას N8-ში და ნუცუბიძის V მიკრორაიონის II კორპუსთან დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს.

პოლიტკოვსკაიას N8-ის ტერიტორიაზე, პროექტის შესაბამისად განთავსდება ყველა საჭირო ინვენტარი - საპარკე სკამები და ურნები, საბავშვო ატრაქციონები, მოეწყობა განათების სისტემა, დაირგვება ხეები, სივრცე შემოიღობა.

ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის კეთილმოეწყობა მოედანი ნუცუბიძის V მიკრორაიონის II კორპუსთანაც. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას ექნება არასტანდარტული დასასვენებელი და გასართობი სივრცე, სადაც,  აუცილებელი საპარკე ავეჯის გარდა, განთავსდება განსხვავებული საბავშვო ატრაქციონები, მათ შორის ე.წ. „ზიპლაინი“, ასევე, როგორც სხვა მწვანე სივრცეების შემთხვევაში, დაირგვება მცენარეები.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სივრცეები კომფორტული იყოს როგორც პატარებისთვის, ისე მათი მშობლებისთვის.

„ჩვენი მიზანია, სხვადასხვა უბნებში და შიდა ეზოებში რაც შეიძლება მეტი კომფორტული და კეთილმოწყობილი სივრცე შევქმნათ. როგორც ხედავთ, ამ ორ მისამართზე მუშაობა მალე დასრულდება და ადგილობრივ მოსახლეობას ბავშვებთან ერთად სასიამოვნო დროის გატარება შეეძლება“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა.

ამ დროისთვის,  დასასვენებელი სივრცეების მოწყობა ჯამში 9 მისამართზე მიმდინარეობს.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics