19:57 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-20 16:49:44, 849 ნახვა

რეგიონი
კაჭრეთში ხანძარი ლოკალიზებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველებმა კახეთში, სოფელ ზემო კაჭრეთში ხანძრის ლოკალიზება შეძლეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები.

მათივე ცნობით, ცეცხლის ქრობაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

„ადგილზე მობილიზებული იყო, კაჭრეთის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლის წყაროს და თბილისის სახანძრო სამაშველო ტექნიკა და მეხანძრე მაშველები. ჯამში 10 მანქანა და 50მედ მეხანძრე მაშველი. გურჯაანში, ზემო კაჭრეთში ცეცხლი ეკიდა ტყვის ქვედა საფარს, ნამკალს და საძოვარს.  ასევე ეკალბარდს და ბალახს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების ოპერატიული მუშაობის და ხანძრის ქრობაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დროული ჩართვის შედეგად მოხერხდა ხანძრის მოკლე დროში ლოკალიზება და ტყის მასივში დაცვა.

სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ამ დროისთვის ხანძრის ცალკეული კერების ქრობის სამუშაოებს აწარმოებენ“, - აცხადებენ უწყებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics