19:55 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-19 13:39:39, 1153 ნახვა

რეგიონი
გორის მერი: დაველაპარაკე რუსებს, რომ უკანონობაა, რასაც აკეთებენ ჩვენს მიწაზე, მაგრამ ზურგი შემაქციეს

 „დაველაპარაკე რუსებს, რომ უკანონობაა, რასაც აკეთებენ ჩვენს მიწაზე, მაგრამ პასუხი არ გამცეს და ზურგი შემაქციეს“, - ამის შესახებ გორის მერმა კონსტანტინე ე თავზარაშვილმა სოფელ გუგუტიანთკარში ჟურნალისტებს განუცხადა.

გორის მერის განმარტებით, ხელისუფლება ცდილობს, რომ უკანონო ბორდერიზაცია შეჩერდეს.

„მე მათთან მივედი, დაველაპარაკე, რომ ეს არის უკანონობა და რატომ აკეთებენ ასეთ რამეს ჩვენს მიწაზე, მაგრამ ამაზე მათ პასუხი არ გამცეს, პირიქით, ზურგი შემაქციეს. უბრალოდ, ჩემი მოწოდება ეს იყო, რომ გაეჩერებინათ ახლავე და უკან წაეღოთ ეს, რასაც აკეთებენ. მაგრამ, ისევ ვიმეორებ, მათ ამაზე პასუხი არ გამცეს. ერთი ის თქვეს, რომ ჩვენ ვასრულებთ ბრძანებასო. ამიტომ, რა ვიცი მე, მთელი დღე აქ ვიქნები, ჩემს შესაძლებლობაში რაც შედის, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ასეთი უკანონობა არ მოხდეს. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეჩერდეს და მომავალში აღარ იყოს, აღარ გაგრძელდეს ასეთი უკანონო ბორდერიზაცია და მე დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე აღებული იქნება მავთულხლართები და გათავისუფლებული იქნება ეს ტერიტორია“, - განაცხადა გორის მერმა.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის სამუშაოები განაახლეს. მათ ადგილზე ბოძები და სამშენებლო ტექნიკა მიიტანეს. აღსანიშნავია, რომ ე.წ. სასაზღვრო ბარიერების მონტაჟი 3 დღის განმავლობაში შეჩერებული იყო.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics