11:16 - 15 Jun, 2026
|
2019-08-19 12:12:26, 937 ნახვა
რეგიონი
ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის სამუშაოები განაახლეს. მათ ადგილზე ბოძები და სამშენებლო ტექნიკა მიიტანეს. აღსანიშნავია, რომ ე.წ. სასაზღვრო ბარიერების მონტაჟი 3 დღის განმავლობაში შეჩერებული იყო. შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი რამდენიმე დღის წინ განაახლეს. მავთულხლართების გაბმის შედეგად, გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზს იქით რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები მოხვდა. ომის დროს დაზიანებული სახლებიდან ნივთების გასატანად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, რაზმაძეების და გუგუტიშვილების ოჯახებს სამდღიანი ვადა მისცეს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)