|
2019-08-19 09:59:55, 888 ნახვა
საზოგადოება
ბარათაშვილის ხიდზე ავტომანქანების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
ბარათაშვილის ხიდზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით, ავტომანქანების მოძრაობა ხიდზე ნაწილობრივ შეიზღუდება, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 18 აგვისტოს 20:00 საათიდან 23 აგვისტოს 24:00 საათამდე, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე მოძრავი ავ სანაპიროზე გადამსვლელი ავტომანქანები ვერ ისარგებლებენ ბარათაშვილის ხიდით, შესაბამისად ისინი მოძრაობას პირდაპირ, გვირაბის გავლით გააგრძელებენ, საიდანაც ევროპის მოედნის გავლით მოხვდებიან მარჯვენა სანაპიროზე. „მარჯვენა სანაპიროზე მოძრავი ავტოტრანსპორტი ვერ იმოძრავებს ბარათაშვილის ქუჩაზე (იუსტიციის სახლთან ასასვლელი პანდუსით) თავისუფლების მოედნის მიმართულებით. მძღოლებმა მარცხენა სანაპიროზე მოსახვედრად მოძრაობა უნდა გააგრძელონ მარჯვენა სანაპიროზე და ევროპის მოედნის გავლით მოხვდებიან მარცხენა სანაპიროზე. გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე ავტომანქანების უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით საავტომობილო მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)