16:51 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-17 10:50:33, 1600 ნახვა

სამართალი
პოლიციამ ბათუმში ავტომობილის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტომობილის ჯგუფურად გაქურდვის მცდელობის ფაქტზე, 2 პირი - 1987 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ბ.ბ. და 1998 წელს დაბადებული გ.ქ. დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა ბრალდებულები ბათუმში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ფიროსმანის ქუჩაზე, მოქალაქის კუთვნილი ავტომობილიდან სხვადასხვა ნივთის მოპარვას ცდილობდნენ. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics