16:53 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-16 12:57:35, 1666 ნახვა

სამართალი
დოლიძე: მე და ჯანეზაშვილი შიშველი ხელებით ვიბრძოდით, რომ გვენახებინა, სამართლიან მართლმსაჯულებასთან საქმე არ გვაქვს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებთან გასაუბრებების დასრულება საბჭოს  არამოსამართლე წევრებმა პერფორმანსით შეაჯამეს.

ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა  პრესკონფერენციაზე მიიტანეს ბანერი უზენაესი სასამართლოს შენობის წინა ფასადის გამოსახულებით და სიმბოლურად გაწიეს გვერდზე იმისთვის, რომ დასრულდეს კლანის მმართველობა სასამართლოში.

„ჩვენ დღეს ვხედავთ ფასადურ მართლმსაჯულებას, ფასადურ სამართალდამცავ ორგანოებს, ფასადურ დემოკრატიას, ფასადურ სახელმწიფო მართვას, ჩვენს წინაშეა ვითომ სასამართლო, ვითომ პარლამენტი, ვითომ პრემიერი, ვითომ პროკურატურა. მე და ნაზი ჯანეზაშვილი შიშველი ხელებით ვიბრძოდით და ვიბრძვით, რომ გაგვეშიშვლებინა ეს ფასადი, რომ თქვენთვის გვენახებინა, რომ სინამდვილეში საქმე არ გვაქვს სამართლიან სასამართლოსთან და სამართლიან მართლმსაჯულებასთან“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გუშინ დასრულდა. საბჭოს წევრებმა 50  კანდიდატიდან 20-კაციანი სია უნდა მოამზადონ და პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნონ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics