|
2019-08-15 14:58:50, 752 ნახვა
საზოგადოება
დიდ დიღომში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
დიდ დიღომში, მირიანაშვილისა და სვანიშვილის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. სვანიშვილის ქუჩაზე ამ დროისთვის, ასფალტის პირველი ფენა იგება. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 7 674 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. რაც შეეხება, მირიანაშვილის ქუჩას, აღნიშნულ ტერიტორიაზე ამ ეტაპზე, ასფალტის საფარის დასაგებად, გზის საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოების ფარგლებში, 4 187 კვადრატული მეტრი ფართობი მოწესრიგდება. მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ. „ეს არის საუნივერსიტეტო დასახლება, სადაც ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა და ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. ჩვენთვის ასეთი ქუჩების მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია. მიმდინარე წელს, დიდ დიღომში რამდენიმე მასშტაბური პროექტი ხორციელდება. გზებს მომავალშიც ეტაპობრივად მოვაწესრიგებთ, რათა კერძო დასახლების მოსახლეობას უკეთესი პირობები შევუქმნათ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. საგზაო სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ცეკური“ ახორციელებს. პროექტის განსახორციელებლად, 1 137 248 ლარი დაიხარჯება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)