20:38 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-15 12:41:05, 1348 ნახვა

სამართალი
„დაჩქარებული წესით ყადაღა სამართლებრივად არ არსებობს“ - სალია ია კიწმარიშვილს პასუხობს

 „დაჩქარებული წესით ყადაღა სამართლებრივად არ არსებობს“, - ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის მეუღლის, ია კიწმარიშვილის განცადებას, რომელმიც სასამართლოს სთხოვს კომპანიის ქონებას ყადაღა დაჩქარებული წესით დაედოს და ამით თავიდან იქნას აცილებული თაღლითური გარიგებები.

სალია ეჭვობს, რომ კიწმარიშვილის მეუღლემ განცხადება იურისტებთან კონსულტაციის გარეშე გამოაქვეყნამ

 „დაჩქარებული წესით ყადაღა სამართლებრივად არ არსებობს. ყადაღას სასამართლო ისედაც იყენებს როგორც ერთ-ერთი უზრუნველყოფის ღონისძიებას 24 საათის განმავლობაში მიმართვიდან. რაც შეეხება ია კიწმარიშვილის განცხადებას, მე ვფიქრობ რომ ეს განცხადება მომზადებულია სამართლებრივი კონსულტაციის გავლის გარეშე. ვინაიდან მასში გვხვდება ისეთი ტერმინები, რომელიც არ არის დამახასიათებელი სამოქალაქო დავისთვის. საუბარი არის თაღლითობაზე. თუ თაღლითობა იყონ ჩადენილი ოდესმე ქიბარ ხალვაშის მიერ ამაზე აქამდეც უნდა ყოფილიყო სისხლის სამართლის კუთხით მათი განცხადება გაკეთებული. ქიბარ ხალვაშმა 2008 წელს მიმართა პროკურატურას. არც ერთ სხვა პირს, არც აქიმიძე, დვალს ან კიწმარიშვილს არ მიუმართავთ იმ პერიოდში პროკურატურისთვის. აქიმიძეს და დვალს მიმართული აქვთ 2012 წელს. ჩემთვის უცნობია საერთოდ მიმართული აქვს თუ არა პროკურატურისთვის ია კიწმარიშვილს. სამართლებრივი დავა დასრულებულია ამ საკითხზე. ქიბარ ხალვაში მიჩნეულია სასამართლოს მიერ კანონიერ მესაკუთრედ. შესაბამისად, არანაირი შეზღუდვა მას გაასხვისოს ეს წილები არ გააჩნია. გაურკვეველია რა თაღლითობაზეა საუბარი“, - აღნიშნა პაატა სალიამ „რუსთავი 2“-თან საუბრისას.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics