18:33 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-14 15:52:54, 606 ნახვა

რეგიონი
გერმანული სამოგზაურო ჟურნალი აჭარაზე სტატიას ამზადებს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს რეგიონის პოპულარიზაციას სამიზნე ქვეყნების მედიასაშუალებებში. ამჯერად, აჭარის შესახებ ვრცელ სტატიას გერმანული სამოგზაურო ჟურნალი „MEღIAN’’ ამზადებს, რომლის ჟურნალისტმაც რეგიონში მედიატურის ფარგლებში იმოგზაურა. სტატიაში, რომელიც ჟურნალში აგვისტოში გამოქვეყნდება ყურადღება აჭარის, როგორც ზღვისა და მთის ტურისტული პროდუქტებით მრავალფეროვან მიმართულებაზე გამახვილდება. 

დეპარტამენტის ორგანიზებით აჭარაში და ზოგადად, საქართველოში მოგზაურობის შესახებ სტატიებს/ბლოგებს აქვეყნებენ ისეთი ცნობილი გამოცემები, როგორებიცაა Vოგუე, კოსმოპოლიტანი, ძოე Mაგაზინე, Fორბსე, Eმერგინგ Eუროპე  და ინსტაგრამ ინფლუენსერები. ჯამში, მიმდინარე წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით სამიზნე ქვეყნებიდან რეგიონში 400-მდე ჟურნალისტმა და ტურისტული კომპანიის წარმომადგენელმა იმოგზაურა. 

რაც შეეხება გერმანიას, ის აჭარისთვის ახალი ევროპული ბაზარია, სადაც ბოლო წლებია რეგიონისა და ქვეყნის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია ონლაინ რეკლამით, ასევე სატელევიზიო რეკლამით ისეთ წამყვან მედიაპლატფორმებზე ხორციელდება, როგორებიცაა  Dუეტსცჰე ჭელლე,  ადგილობრივი გერმანული ტელეარხები ღთL და  N-თV. აჭარის რეკლამირება სამიზნე ქვეყნებში წლის ბოლომდე გაგრძელდება. 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics