|
2019-08-14 12:02:55, 1218 ნახვა
სამართალი
ჭელიძე: პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის კიდევ 4 პირი დააკავა - მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია
ბოლო პერიოდში პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა - მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმ მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 11 აგვისტოს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. "სამართალდამცველებმა ბრალდებული, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ავტომობილით გადაადგილდებოდა. პოლიციამ დაკავებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო „ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება "სუბუტექსის" 1002 აბი, 164 ნატეხი და დაფხვნილი ნარკოტიკი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ნარკოდანაშაულისათვის, ასევე, კიდევ ერთი პირია დაკავებული თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „მდმა"-ს შემცველი 293 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გარდა ამისა, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 2 ნარკორეალიზატორი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდნენ. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა განახორციელეს. ასევე, პოლიციამ მათ მიერ გაყიდული ნარკოტიკები ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს", - აღნიშნა ჭელიძემ.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)