08:57 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-14 10:38:55, 1434 ნახვა

ეკონომიკა
„ფრისტაილის“ მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბაკურიანში საბაგიროების მშენებლობა იწყება

დღეს, 14 აგვისტოს, 11.00 საათზე, ბაკურიანში, დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე,  მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ავსტრიულ-შვეიცარულ კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფთან" სამი ახალი საბაგიროს მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდება. საბაგიროების მშენებლობა,  თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის დიდველის ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს.

ხელშეკრულებას ავსტრიულ-შვეიცარიულ კომპანიასთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია" გააფორმებს.

ღონისძიებას, რომელსაც   საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გახსნის,  ასევე დაესწრებიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი თეიმურაზ გამცემლიძე, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის, ფრისტაილის კოორდინატორი ჯოზეფ ფიდჯერალდი, ავსტრიის ელჩი არად ბენკო და „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფის" რეგიონალური კოორდინატორი ვალერი იაშინი.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics