|
2019-08-13 14:30:47, 1282 ნახვა
ეკონომიკა
„ვოლვო საქართველო“ უპრეცენდენტო Trade-in აქციას გთავაზობთ
საქართველოში როგორც მოგეხსენებათ უკვე სრულად ფუნქციონირებს ვოლვოს ავტორიზებული ცენტრი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ვიზიტი, ვოლვოს უახლესი მოდელების დათვალიერება და მათი ტესტ დრაივზე გამოცდა. აღსანიშნავია, რომ ვოლვო საქართველო, ვოლვოს მფლობელებს სრულ ავტორიზებულ სერვისს სთავაზობს. „ქართული საზოგადოების დიდი ინტერესი გვაძლევს მოტივაციას წამოვიწყოთ უპრეცენდენტო Trade-in კამპანია, რაც გულისხმობს შემდეგს, ნებისმიერი ავტომობილის მფლობელს, განურჩევლად ავტომობილის მოდელის, ასაკის და გარბენის შეუძლია მოიყვანოს თავისი ავტომობილი ჩვენს შოურუმში და მინიმალური პირობების დაკმაყოფილების და სხვაობის დამატების შემთხვევაში, გაცვალოს საკუთარი ავტომობილი ვოლვოს უახლეს, მისთვის სასურველ მოდელში. ქართველ მომხმარებელს ჩვენ უკვე ვთავაზობთ ვოლვოს სრულ SUV ასორტიმენტს, ასევე 2019 წლის მოდელებს XC40, XC60, XC90 და V90 Cross County. აგვისტოს ბოლოდან ჩვენს შოურუმს შეემატება ასევე S90 სედანი, ხოლო შემოდგომიდან ზემოთხსენებული მოდელების Plug-in ჰიბრიდული ვერსიები. ჩვენი მიზანია ყველაზე უსაფრთხო ავტომობილი ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საკუთარი თავის და გარშემომყოფების უსაფრთხოება. შეიძლება ითქვას საქართველოს ბაზარზე ვოლვო ჯერ კიდევ უცნობი ბრენდია და ცოტამ თუ იცის რეალურად როგორი პროგრესი განიცადა ვოლვომ 21-ე საუკუნეში. ამიტომ ჩვენ აქტიურად ვთავაზობთ ნებისმიერ მსურველს თავად გამოსცადონ ამ ავტომობილების შესაძლებლობა“ - განაცხადა Volvo Cars Caucasus-ის კომერციულმა დირექტორმა გაგა კოხრეიძემ. ვოლვო საქართველოს ახალ და ორიგინალურ შოურუმს შეგიძლიათ ესტუმროთ მისამართზე - დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ქოლცენტრს: (032) 224 42 42.
(R)
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის პარტიის ოფისში აფეთქება მოხდა, ეჭვმიტანილი დაკავებულია
ტრამპმა ევროკავშირს აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად ორთვიანი ვადა მისცა
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)