03:34 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-13 10:55:36, 3409 ნახვა

მსოფლიო
აშშ დაბალი შემოსავლის მქონე მიგრანტებისთვის ვიზის გახანგრძლივების და „მწვანე ბარათის“ მიღების წესებს ამკაცრებს

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, განსაკუთრებით დაბალი შემოსავლის მქონე მიგრანტებისთვის ვიზის გახანგრძლივებისა და მუდმივი ცხოვრების სტატუსის („მწვანე ბარათი“) მიღების პირობები გაამკაცრა. 

BBC-ის ინფორმაციით, ახალი რეგულაცია ძალაში 15 ოქტომბერს შევა.

ახალი კანონი შეეხება მიგრანტებს, რომლებიც სახელმწიფოსგან გარკვეული სახის დახმარებას იღებენ - სურსათისა თუ საზოგადოებრივი საცხოვრებლის სახით.

მიგრანტების განცხადება ვიზისა და მუდმივი ცხოვრების სტატუსის შესახებ უარყოფილი იქნება, თუ მთავრობა გადაწყვეტს, რომ ისინი მომავალშიც სახელმწიფო დახმარებაზე იქნებიან დაყრდნობილნი.

მაღალჩინოსნები განმარტავენ, რომ ახალი კანონი,  რომელიც Public charge rule-ის სახელითაა ცნობილი, იმიგრანტებს უფრო „დამოუკიდებელს“ გახდის: „ისინი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საზოგადოებრივ რესურსებზე კი აღარ იქნებიან დამოკიდებული, არამედ საკუთარ შესაძლებლებებს, ოჯახის რესურებს, სპონსორებს და კერძო ორგანიზაციებს დაეყრდნობიან.“

რეგულაციის ძალაში შესვლის აღკვეთის მიზნით, ეროვნული იმიგრაციის კანონის ცენტრი ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში მოქალაქეობის არმქონე 22 მილიონი ლეგალური მიგრანტი ცხოვრობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics