|
2019-08-11 19:46:19, 1223 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გარდაბნის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეხვდნენ. სოფელ მარტყოფში, სააკაძესა და სართიჭალაში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობამ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამების შესახებ და, თავის მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლებს ადგილობრივების საჭიროებები გააცნო. საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ მასშტაბურ სამუშაოებს, რომლებიც სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების, საავტომობილო გზების მოწესრიგების, ამბულატორიების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების, საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებს ითვალისწინებს. სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული სიახლეები ადგილობრივებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა გააცნო. მინისტრის მოადგილემ ყურადღება სახელმწიფო პროგრამებში აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვლა და წარმატებული მაგალითების შესახებ ისაუბრა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მთავრობის ახალ ინიციატივას, რომლის თანახმადაც, ასაკით პენსიონერები, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის შეძენას 1 ლარად შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, მიმდინარე წელს, ქვემო ქართლის რეგიონში 783 პროექტი განხორციელდება, ჯამური ღირებულებით - 245 117 658 ლარი. მათ შორის, გარდაბნის მუნიციპალიტეტში 50,959,216 ლარის ღირებულების 110 პროექტის შესრულებაა დაგეგმილი. NS
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)