|
2019-08-09 19:36:24, 1400 ნახვა
სამართალი
„მოგესალმებით დიქტატურაში“ - ნიკა გვარამია პროკურატურაში მივიდა
„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მთავარ პროკურატურაში მეუღლესთან ერთად მივიდა. გვარამია უწყებაში ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით არის დაბარებული. პროკურატურის შენობასთან გვარამიას მხარდამჭერები არიან შეკრებილი, მათ შორის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და რიგითი მოქალაქეები. ისინი აცხადებენ, რომ "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან პირადი ანგარიშსწორებაა. შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას პროკურატურა სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება (საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)