|
2019-08-09 18:22:12, 1661 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი გვარამიას საქმეზე: ახსენებენ ივანიშვილს, მაგრამ არ საუბრობენ იმაზე, რა აქვს დაცვის მხარეს ბრალდების გასაქარწყლებლად
„საყურადღებოა, რომ გვარამია, გარკვეულწილად, მედიასაშუალებას წარმოადგენს, თუმცა პარტიულს, ეს არ არის ინდულგენცია იმისთვის, რათა გამოძიებამ პასუხი საკმაოდ სერიოზულ საკითხებზე არ მოითხოვოს“, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის პროკურატურის მიერ ბრალის წარდგენის გადაწყვეტილება. ვოლსკი აღნიშნავს, რომ მსგავს საქმეებში ყოველთვის ახსენებენ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს და იშვიათად საუბრობენ იმაზე, თუ რა საბუთები აქვთ ბრალდების გასაქარწყლებლად. „როცა ვინმეს ბრალი წარედგინება, უკვე წინასწარ ვიცით, რაზე იქნება ლაპარაკი: რომ აუცილებლად იქნება ნახსენები ბიძინა ივანიშვილი, მისი დაინტერესება, მაგრამ ძალიან იშვიათად და არაარგუმენტირებულად საუბრობენ ბრალის კონკრეტულ შემადგენლობაზე - რამდენად რეალურია ის და რა აქვს მოპასუხე მხარის ადვოკატს ბრალის გასაქარწყლებლად. ის, რომ პოლიტიკური ფიგურა აკეთებს მსგავს განცხადებას, როგორც ვთქვათ, გვარამიაა, რასაკვირველია, საყურადღებოა. საყურადღებოა ისიც, რომ გვარამია, გარკვეულწილად, მედიასაშუალებაას წარმოადგენს, თუმცა პარტიულს, ეს არ არის ინდულგენცია იმისთვის, რათა გამოძიებამ პასუხი საკმაოდ სერიოზულ საკითხებზე არ მოითხოვოს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, ტელეკომპანიის თანხების მითვისებისა და ქონების გადამალვის ფაქტზე, ბრალი წარედგინება. პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)