|
2019-08-09 16:01:30, 1256 ნახვა
კომენტარი
პაატა სალია გვარამიას საქმეზე: დანაშაულის ნიშნები ნამდვილად იკვეთება
„საქმეში ნამდვილად იკვეთება დანაშაულის ნიშნები“, - ასე გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია, მისი წინამორბედის, ნიკა გვარამიას მიმართ პროკურატურის ბრალდებას. როგორც სალიამ აღნიშნა, გარემოებები, რაზეც საგამოძიებო უწყებაში ისაუბრეს, პირდაპირ მიუთითებს, რომ გვარამიამ კომპანიის ინტერესების საზიანო გარიგება დადო. „ის გარემოებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ, რომ კომპანიის კუთვნილი თანხები, ვგულისხმობ, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ კუთვნილი თანხები აკუმულირდებოდა სხვა კომპანიაში, შემდგომ ამ სხვა კომპანიის მიერ ხდებოდა უძრავი ქონების შეძენა, რომელიც გადაეცემოდა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ დირექტორს, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ კომპანიის ინტერესების საზიანო გარიგება არის დადებული და შესაბამისად, კვალიფიკაციაც და საბოლოოდ დამნაშავეა თუ არა კონკრეტული პირი, ამასთან დაკავშირებით, დაადგენს სასამართლო. მე შემიძლია ვთქვა, რომ აქ ნამდვილად არის დანაშაულის ნიშნები. ზუსტად, კონკრეტულ თანხასთან დაკავშირებით, მე ასე ვერ გეტყვით, კონკრეტული თანხების გაანგარიშება რა საფუძველზე მოხდა, როგორ მოხდა, თუმცა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია მეც მქონდა, იმიტომ, რომ ეს არის საჯარო ინფორმაცია, განთავსებულია საჯარო რეესტრში და "ინტერმედიის" მიერ კონკრეტული თანხების არგადმორიცხვის შედეგად, თუ სხვა გარემოებების შედეგად, ფაქტია, რომ "ინტერმედიას" საკუთრებაში ჰქონდა უძრავი ქონება, რომელიც გადაცემულია შემდგომ სხვა პირისთვის“, - განაცხადა პაატა სალიამ. შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, ტელეკომპანიის თანხების მითვისებისა და ქონების გადამალვის ფაქტზე, ბრალი წარედგინება. პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)