|
2019-08-08 17:10:46, 962 ნახვა
საზოგადოება
გიორგი გახარია აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებზე: ქედს ვიხრით მათ წინაშე, მათი შვილები ჩვენი შვილებიც არიან
შინაგან საქმეთა მინისტრი აგვისტოს ომში დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებს და თანამებრძოლებს შეხვდა. აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით, გიორგი გახარიამ, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სამინისტროს დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებსა და თავის მოადგილეებთან ერთად, სამინისტროს ეზოში, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. ,,დღეს ძალზე მძიმე დღეა. ყველაზე მცირე, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, პატივი მივაგოთ და ქედი მოვიხაროთ თითოეული გმირის წინაშე, რომელმაც სიცოცხლე შესწირა 2008 წელს, ომში, ქვეყნის ერთიანობას, თუმცა, ამასთან ერთად, უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი უპირველესი ვალია, ვიზრუნოთ მათ ოჯახებსა და პირველ რიგში, მათ შვილებზე. ყოველწლიურად ვცდილობთ, ყურადღება მივაქციოთ მათ შვილებს, მეუღლეებს, მშობლებს... მათთან ერთად, ქედს ვიხრით და ვგლოვობთ. მათი შვილები ჩვენი შვილებიც არიან “, - განაცხადა გიორგი გახარიამ. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 და სანაპირო დაცვის 5 თანამშრომელი დაიღუპა. სამინისტრომ 19-ვე დაღუპული თანამშრომლის ოჯახს, ტრადიციულად, მატერიალური დახმარება გაუწია. ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა გმირობის ისტორიები.
(NS)
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)