|
2019-08-08 13:01:23, 1257 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე: 8 აგვისტო არა მხოლოდ რუსული, არამედ სააკაშვილის ნარატივიცაა
„8 აგვისტო არა მხოლოდ რუსული, არამედ მიხეილ სააკაშვილის ნარატივიცაა იმიტომ, რომ 9 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილმა ბრძანებულებაში ჩაწერა, რომ 8-ში შემოვიდნენ რუსული სამხედროები და ტექნიკა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, წლების განმავლობაში პრიმიტიული კითხვა, თუ ვინ დაიწყო ომი, იმიტომ ისმება, რომ არ მოხდეს აგვისტოს ომის შესახებ სიღრმისეული საუბარი, რაც, მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აწყობს. „8 აგვისტო არა მხოლოდ რუსული, არამედ ეს არის მიხეილ სააკაშვილისნარატივიც იმიტომ, რომ 9 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილმა ბრძანებულებაში ჩაწერა, რომ 8-ში შემოვიდნენ რუსული სამხედროები და ტექნიკა. თუ ამაზე ვსაუბრობთ, მაშინ ეს არის მიხეილ სააკაშვილისა და რუსული ნარატივი. აქამდე ოპოზიცია 8-ში ამოდიოდა და ახლა 7-ში ამოსვლა აბსოლუტური სპეკულაციაა, ვითომ ახალი ნარატივის შექმნაა. იცით რატომ ისმება ასეთი პრიმიტიული კითხვები - ვინ დაიწყო ომი? რუსეთმა რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის ძალიან პრიმიტიული კითხვა, რომელიც იმის გამო ისმება, რომ არ დაისვას მთავარი და რეალური კითხვები, ის, რაზეც დღეს შეიძლება საუბარი არ გვინდოდეს. ბევრი მთავარი კითხვაა: 9 აგვისტოს რატომ დაწერა მიხეილ სააკაშვილმა თავის ბრძანებულებაში, რომ 8-ში შემოვიდნენ რუსები საქართველოში? ომიდან 2 თვის შემდეგ, რატომ მისცეს ხმა ისეთ რეზოლუციას, რომლის მეხუთე პუნქტში ეწერა სუფთა რუსული ნარატივი? რატომ ხდებოდა ისე, რომ ყველა მათი მოქმედება შედეგობრივად ცუდად აისახებოდა ქვეყანაზე? რუსეთი, რა თქმა უნდა, მტერია, მაგრამ ამ პრიმიტიულ კითხვებს თუ დავსდევთ ამდენი წლის განმავლობაში, მეტ სიღრმეზე საუბარსაც არ დავადოთ ტაბუ. მეტ სიღრმეში ჩასვლა იმიტომ არ აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ იქ იკვეთება მათი უგუნური, აბსოლუტურად გაუაზრებელი და მეორე მხრივ მოღალატეობრივი საქციელი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)