17:23 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-06 14:22:35, 976 ნახვა

საზოგადოება
ქართველ მეხანძრე-მაშველებს სპეციალური სწავლება უკრაინაში უტარდებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები გვირაბებში, შახტებში და ტექნიკურ ჭებში სამაშველო ოპერაციების ჩატარების მიმართულებით კვალიფიკაციას იმაღლებენ.

სწავლება უკრაინაში, ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების მართვის სახელმწიფო სამსახურის ოპერატიულ სასწავლო ცენტრში ტარდება. კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებებს.

ტრენინგში მონაწილეობას თბილისის საგანაგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს 10 მაშველი იღებს.

13-დღიანი სწავლების ფარგლებში, ქართველი მაშველები პროფესიონალიზმს აიმაღლებენ და სხვა ქვეყნის სამაშველო სამსახურებთან ერთად, კოორდინირებული მუშაობის წარმართვის კუთხით გამოცდილებას შეიძენენ. გარდა ამისა, ორი ქვეყნის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები რთულ გარემოპირობებში სამაშველო ოპერაციების ჩატარების მიმართულებით დაგროვილ პრაქტიკას ერთმანეთს გაუზიარებენ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics