|
2019-08-05 16:12:48, 1674 ნახვა
ეკონომიკა
სოლომონ პავლიაშვილი „TOYOTA CAUCASUS“ პრეზიდენტს და „TOYOTA TSUSHO CORPORATION“ წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი კომპანია „TOYOTA CAUCASUS“ პრეზიდენტს მიცურუ კონიშის და „TOYOTA TSUSHO CORPORATION“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სოლომონ პავლიაშვილმა ქვეყნისთვის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება ნარჩენების მდგრადი მართვის პრიორიტეტულობის საკითზე გაამახვილა. „საქართველოს „ნარჩენების მართვის კოდექსით“ განსაზღვრულია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვა სპეციფიკური ნარჩენებისთვის, რომელიც ძალაში 2019 წლის დეკემბრიდან უნდა შევიდეს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში ნარჩენების გადამუშავების პრაქტიკის დანერგვის პროცესში თქვენი ჩართულობა და გამოცდილების გაზიარება. ვფიქრობ, თანამშრომლობა ორმხრივად საინტერესო და შედეგიანი იქნება“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებიც განიხილეს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველო ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით ერთ-ერთი სტაბილური და საიმედო ქვეყანაა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)