|
2019-08-05 13:48:10, 1100 ნახვა
კომენტარი
ბოკუჩავა: ივანიშვილი თალაკვაძე-კობახიძის ხელით შემოთავაზებული კანონპროექტით ოპოზიციური საქმიანობის შეფერხებას ცდილობს
"არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც ივანიშვილის მიერ თალაკვაძე-კობახიძის ხელით შემოთავაზებულ კანონპროექტში არის ორიენტირებული იმაზე, რომ რამენაირად შეიზღუდოს ან შეფერხდეს ოპოზიციური საქმიანობა", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა. ბოკუჩავა ცენზურად მიიჩნევს საარჩევნო პერიოდში რეკლამირებისას ანტირეკლამის აკრძალვას და აცხადებს, რომ ეს საკითხი თავად პოლიტიკური პარტიების შიგნით უნდა გადაწყდეს. "არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც ივანიშვილის მიერ თალაკვაძე-კობახიძის ხელით შემოთავაზებულ კანონპროექტში არის ორიენტირებული იმაზე, რომ რამენაირად შეიზღუდოს ან შეფერხდეს ოპოზიციური საქმიანობა. მათ შორის, ე.წ.საარჩევნო ბლოკებზე. მოგეხსენებათ, სწორედ ბლოკების გამოყენებით იცვლებოდა დემოკრატიულ საქართველოში ხელისუფლება და ამის აკრძალვა დღეს სწორედ ამიტომ სურს ივანიშვილს. ასევე, რეგულაციები საარჩევნო დროსთან დაკავშირებით, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების თან დაკავშირებით, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ხელისუფლება დავაჯეროთ იმაში, რომ დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ იმ რეკომენდაციების მიღება და კანონად ქცევა, რომელსაც დღეს ჩვენ ვთავაზობთ. საეთერო დროსთან დაკავშირებით, არის ძალიან ხისტი რეგულაციები, რომლებიც ცდილობს შეუზღუდოს ამა თუ იმ პარტიას შინაარსი საკუთარი საარჩევნო რეკლამისა, რაც არის პირდაპირ ცენზურა და ჩარევა ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში, რადგან თავად მან უნდა გადაწყვიტოს მას სურს პოზიტიური თუ ნეგატიური რეკლამა, საკუთარი თავის წარმოჩენა თუ ოპონენტზე ინფორმაციის გაჟღერება. ნებისმიერი რამ, შეიძლება ხელისუფლებამ მიუღებლად ჩათვალოს და საკუთარი კონტროლის ქვეშ მარეგულირებლის გამოყენებით მოახდინოს ამა თუ იმ რეკლამის დაბლოკვა და ამით ოპოზიციური პარტიის საქმიანობის შეზღუდვა. ასევე მნიშვნელოვანია საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება, რომელსაც ივანიშვილი ასევე ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ იყენებს. ბიულეტენების ბათილობის მექანიზმსაც ხელისუფლება ძალიან წარმატებით იყენებდა იმისთვის, რომ გაეყალბებინა არჩევნები წარსულში. ბათილი ბიულეტენების გამოყენებით ხელისუფლება სათავისოდ მანიპულირება არჩევნების შედეგებს, ახლა კი ცდილობს ეს კანო ით დაარეგულიროს, რადგან არავინ შეედავოს შემდგომ თუ რატომ მოხდა ამა თუ იმ შედეგის საკუთარი კანდიდატის სასარგებლოდ გამოყენება სწორედ ბათილი ბიულეტენების საშუალებით",- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
"გოგოების გზა ტექნოლოგიებში" - "თეგეტა ჰოლდინგი" გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბია - Global Finance
საქართველოს ბანკი, Superteam Georgia-თან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის მხარდამჭერია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)