02:30 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-04 20:29:47, 1812 ნახვა

პოლიტიკა
R2 - ალავიძე დ ქუმსიშვილი დაკითხვაზე კვლავ დაიბარეს

ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე მზად არის, გამოძიების კითხვებს კიდევ ერთხელ უპასუხოს. ამის შესახებ ინფორმაციას, "რუსთავი2" ვრცელებს.

ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ მასთან პროკურატურას კითხვები ავტობანის მშენებლობასთან დაკავშირებით ნამდვილად ჰქონდა, თუმცა ამბობს, რომ ის ამ ეტაპზე გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ. 

რაც შეეხება ევროპის საინვესტიციო ბანკის დასკვნას, ალავიძე ამბობს რომ მას არ იცნობს.

„ერთი წლის წინ ვიყავი დაახლოებით და კითხვები ჰქონდათ და მივაწოდე ეს ინფომრაცია. დეტალებში არ შევალ, ამომწურავად გავეცი ყველაფერზე პასუხი, რაზეც კითხვები იყო და ეს იყო და ეს,"-განაცხადა ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა. 

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა მას ბრალი წაუყენონ ანდა დააკავონ, ზურაბ ალავიძე პასუხობს:

„ვერ გეტყვით, მე არ მაქვს ეს ინფომრაცია, ეს უნდა შეეკითხოთ საგამოძიებო უწყებას. ალტკომთან გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები კარგად არ ვიცი, იმიტომ, რომ ჩემამდე მოხდა ეს ყველაფერი. ამიტომ რაზეც არ მაქვს ინფორმაცია და დეტალები არ ვიცი არ ვსაუბრობ შესაბამისად,“-განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

ყოფილი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრი ზურაბ ალავიძე დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე 2018 წელს პროკურატურამ ერთხელ უკვე გამოკითხა.

ეს არის 710 მილიონიანი პროექტი და თანხა, რომელიც საქართველოს ევროპის საინვესტიციო ბანკმა სამტრედია-გრიგოლეთის 57 კილომეტრიანი გზის მშენებლობისთვის ასესხა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics