2019-08-04 20:25:45, 1453 ნახვა
პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძე - ნაციონალურ მოძრაობას - უპასუხისმგებლო პარაზიტებს არ მივცემ უფლებას სახალხო ზეიმი ჩაშალონ
აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე ბეშუმში ,,შუამთობის" დღესასწაულს დაესწრო და მაღალმთიანეთის მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა. თორნიკე რიჟვაძემ, ასევე, დღესასწაულის ჩაშლის მიზნით გამართული საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს უპასუხა და აღნიშნა, რომ ოპონენტები უპასუხისმგებლო ქმედებით ცდილობენ ჩაშალონ დღესასწაული.
,,დღეს ოპენენტები შეეცადნენ საზეიმო, სახალხო განწყობა გაეფუჭებინათ. მე ამ ადამიანების მიმართ ვერც პოლიტიკოსებს, ვერც ლიდერებს ვერ გამოვიყენებ, ვინაიდან ამასაც დამსახურება უნდა. ჩვეულებრივი უპასუხისმგებლო პარაზიტები, რომლებიც ცდილობენ როგორც სახალხო ზეიმი ჩაშალონ, ასევე გააფუჭონ განწყობა და ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ამყოფონ უარყოფით დღის წესრიგში. მაგრამ, ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,