2019-08-04 13:11:23, 1231 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი, ელ-პასოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ელ-პასოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ტვიტერზე დაწერა.
"თანავუგრძნობ მსხვერპლთა მგლოვიარე ოჯახებსა და მეგობრებს. ქართველი ხალხი სოლიდარულია ამერიკელებისადმი გლოვის ამ მძიმე წუთებში", - წერს ბახტაძე.
ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოს სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაიჭრა. სავაჭრო ცენტრ „ვალმარტში“ 21 წლის პატრიკ კრუსიუსმა უმისამართო ცეცხლი ახსნა.
პოლიციელების ინფორმაციით, სროლა Wallmart-ის ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა, რომელიც Cielo Vista Mall-ის მახლობლად მდებარეობს. შემთხვევის ადგილი მექსიკის სახელმწიფო საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული.
ელ-პასოს პოლიციის უფროსის, გრეგ ალენმა განაცხადა, რომ გამოძიება სიძულვის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულად განიხილება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,