|
2019-08-03 10:40:23, 1445 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად მიხეილ დაუშვილი დაინიშნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად მიხეილ დაუშვილი დაინიშნა. მანამდე, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის პოზიცია კახაბერ ქემოკლიძეს ეკავა, რომელიც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად დაინიშნა. დღეიდან კი, ამ ფუნქციას მიხეილ დაუშვილი შეასრულებს, რომელიც მანამდე ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა. მიხეილ დაუშვილი, 2008-2012 წლებში, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში სწავლობდა. მას სამართალმცოდნის ბაკალავრის ხარისხი მიენიჭა. 2012-2014 წლებში კი სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნეს სამართლის მიმართულებით და სამართალმცოდნის მაგისტრის ხარისხი აქვს მინიჭებული. 2018 წლის მაისიდან ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. 2018 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით კი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე. 2017 წლის მაისიდან - დეკემბრამდე მას ეკავა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიცია. ხოლო, 2016-2017 წლებში იგი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი იყო. 2015-2016 წლებში მიხეილ დაუშვილი მუშაობდა ეკონომიკური საბჭოს აპარატში სამართლებრივი მრჩევლის პოზიციაზე. 2010-2015 წლებში საქმიანობდა კერძო და არასამთავრობო სექტორში. ხოლო, 2015 წლიდან არის მოწვეული ლექტორი საჯარო და კერძო უნივერსიტეტებში. აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან მიხეილ დაუშვილი არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი. მას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციასა და სასწავლო ვიზიტში.
(NS)
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)