14:54 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-02 19:07:44, 1912 ნახვა

კომენტარი
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე: ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან ახალი პირობების წამოყენება ნორმალური არ არის

„ახალი პირობების გაჩენა უკვე გაფორმებულ ხელშეკრულებაში, ხელშეკრულებების ვალდებულებების შესრულების ნორმალური ფორმა არ არის“, - ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი ქარსელაძემ კითხვას ანაკლიის კონსორციუმის ახალ პირობაზე, რომლის თანახმად ანაკლიის პორტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოში ერთადერთი ღრმაწყლოვანი პორტი უნდა იყოს.

ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ახალი პირობების მიღება და გათვალისწინება არა სახელმწიფოს ვალდებულება, არამედ კეთილი ნებაა.

„ახალი და ახალი პირობები ჩნდება მოლაპარაკების პროცესში და აღნიშნული პირობა არის სულ ახალთახალი. შესაბამისად ჯერ ამ მიმართულებით კონკრეტული მსჯელობა და პასუხი არ არის. რა ვადაში იქნება პასუხი გაცემული,  ცოტა არარელევანტური მეჩვენება, არ გავამარტივებდი ასე და კონკრეტულ თარიღზე  არ დავზუსტდებოდი. ძალიან ბევრი ახალი პირობა ვადის გადაწევისას იქნა გათვალისწინებული,  რომელზეც სახელმწიფომ უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა, სწორედ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელების მხარდაჭერის კუთხით.

ახალი პირობების გაჩენა უკვე გაფორმებულ ხელშეკრულებაში, ხელშეკრულებების ვალდებულებების შესრულების  ნორმალური ფორმა არ არის.   ის კონკურსი, რომელშიც კონსორციუმმა გაიმარჯვა, კონკრეტულ პირობებზე იყო გამოცხადებული.  ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ახალი პირობები,  ეს არის ნორმა, რომელიც სავალდებულოა, რომ არსებობდეს და ნორმა, რომელიც სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. ნებისმიერი ახალი პირობის გათვალისწინება იქნება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან ამ პროექტის მხარდამჭერი ნაბიჯი და კეთილი ნება“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
"გოგოების გზა ტექნოლოგიებში" - "თეგეტა ჰოლდინგი" გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბია - Global Finance
საქართველოს ბანკი, Superteam Georgia-თან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის მხარდამჭერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics