|
2019-08-02 18:18:25, 2030 ნახვა
სამართალი
EMC: პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ვერ ადასტურებს, რომ მორის მაჩალიკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა
"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილის, მორის მაჩალიკაშვილის ბრალდების საქმეზე პირველად სამართლებრივ შეფასებას აქვეყნებს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ამ ეტაპზე წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები დასაბუთებულ ვარაუდს იმის თაობაზე, რომ მორის მაჩალიკაშვილი მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში, მით უფრო, თავს ესხმოდა ადგილზე მყოფ პოლიციის თანამშრომლებს, ვერ ქმნის. EMC-ში განმარტავენ, რომ პირის ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის დადასტურების მიზნით პროკურატურა უნდა ფლობდეს იმგვარ მტკიცებულებებს, რომლებიც აშკარად აჩვენებს პირის განზრახვას იყოს ჯგუფური ძალადობრივი ქმედებების მონაწილე, თავს დაესხას სამართალდამცველებს და თავისი მოქმედებებით ხელი შეუწყოს ჯგუფურ მოქმედებებს. "პროკურატურის მიერ წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებულია პარლამენტის წინ, აქციაზე მყოფი მორის მაჩალიკაშვილი, რომელიც მის ბიძასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად იმყოფება და ვიდეო ჩანაწერიდანვე მარტივად აღიქმება, რომ ის მხოლოდ მალხაზ მაჩალიკაშვილის გვერდში ყოფნას ცდილობს და რაიმე დანაშაულებრივი განზრახვა არ გააჩნია. ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებულია, როგორ ცდილობს მორის მაჩალიკაშვილი ბიძამისი გამოიყვანოს პარლამენტის წინ არსებული ტერიტორიიდან იქ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება. ამ მდგომარეობაში მოყოლილი მალხაზ მაჩალიკაშვილი ხდება ცუდად და ის აქციის მონაწილეების და მათ შორის, პოლიციის თანამშრომლების დახმარებით, ადგილიდან, ხალხის მასიდან გამოყავთ. მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოყვანის მომენტში მორის მაჩალიკაშვილი ხვდება აქციის მონაწილეების ალყაში, მას აღარ ეძლევა გადაადგილების შესაძლებლობა და ინსტიქტურად იქნევს ხელს, რომელიც ხვდება პოლიციის თანამშრომლის ფარს. ამ მომენტში მორის მაჩალიკაშვილს იმდენად ძლიერად აწვებიან უკნიდან, რომ ის პოლიციელის ფარს სახით ეკვრის, თუმცა დაახლოებით სამ წამში ის იხრება დაბლა და ცდილობს გამოძვრეს ამ ჯგუფიდან, რასაც ახერხებს და ამის შემდგომ მორის მაჩალიკაშვილი ვიდეო ჩანაწერში აღარ ფიქსირდება. მის ქმედებაში არ ჩანს ინტენსიური, მიზანმიმართული, შეტევითი და ძალადობრივი მოქმედება", - ნათქვამია ინფორმაციაში. EMC შეფასებით, ამ ეტაპზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ვერ ადასტურებს, რომ მორის მაჩალიკაშვილმა ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება. "ერძოდ, წარმოდგენელი მტკიცებულებები არ ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ მორის მაჩალიკაშვილს გააჩნდა პოლიციის მიმართ ძალადობის განზრახვა და ამ მიზნით ის თავდასხმით, შემტევ, განმეორებით და ინტენსიურ ძალადობას ახორციელებდა. საქმის ძირითადი და ერთადერთი მტკიცებულება, ადგილზე ჩაწერილი ვიდეო მასალის სახით, მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ ის მისი ბიძის გვერდში ყოფნას ცდილობს, არსებითად პასიურ მდგომარეობაში იმყოფება და პოლიციასა და შეკრების სხვა მონაწილეების მასებს შორის მიწოლის დროს ჭყლეტის მდგომარეობაში ვარდება, რა დროსაც ის ჭყლეტისგან თავის დასაღწევად ხელს იქნევს, რომელიც მხოლოდ ერთხელ ხვდება პოლიციის ფარს. ვიდეო მასალაში არ ჩანს, მისი მხრიდან კორდონის გარღვევისა და შეტევის, პოლიციის მიმართ ძალადობის, მისი ეკიპირების წართმევის, ან თავდაცვის მიზნით აქტიური მოგერიების მცდელობაც კი. ბრალდების აშკარად სუსტი დასაბუთების პირობებში, ცხადია ჩნდება ლეგიტიმური ეჭვები, რომ მისი დაკავება და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება შესაძლოა მალხაზ მაჩალიკაშვილის პროტესტზე და ბრძოლაზე გავლენის მოხდენის იარაღი იყოს", - აღნიშნულია შეფასებაში.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)