21:16 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-01 17:25:11, 1433 ნახვა

სამართალი
ყაჩაღობასა და ქურდობაში ბრალდებულს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობასა (2 ეპიზოდი) და  ქურდობაში ბრალდებული გ.ა. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2019 წლის 28 დეკემბერს , გ.ა.  ქ.თბილისში, მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „სპარში" და მაღაზია „ორი ნაბიჯი"-ში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დანით  სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით თავს დაესხა ი.ბ.-ს და ო.წ.-ს, ხოლო  მირიან მეფის ქუჩაზე  მდებარე მაღაზია „ნიკორადან" მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა მაღაზიის კუთვნილ ალკოჰოლურ სასმელებს, რამაც  მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

„სამართალდამცველებმა გ.ა. 2018 წლის 28 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება  წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით  (ყაჩაღობა) და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია)  და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ა. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 5  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics